ანგარიში 2018


                 

.თბილისის  108-  საჯსკოლის  ქართული ენისა და ლიტერატურის 

მასწავლებლის მაია ღლონტის  2017-2018 წლის ანგარიში  
            
        სასწავლო წლის დასაწყისში საგნობრივ კათედრაზე შემუშავდა თემატური
გეგმები, სილაბუსები და შეფასების კრიტერიუმები  ..  შესაბამისად . სწორედ
ამ მიმართულებების გათვალისწინებით გავაგრძელე პედაგოგიური მოღვაწეობა
ამ სკოლაში . ვასწავლი მე-6  მე-7 კლასებს . ძირითად ყურადღებას ვაქცევდი
მეტყველებისა და წერითი კულტურის განვითარებას , დაბალი და მაღალი
სააზროვნო უნარების განვითარებას , ხშირად ვიყენებდი გონებრივი იერიშის
მეთოდს , ყოველთვის ვცდილობდი ახალი მასალა დამეკავშირებინა  განვლილ
მასალასთან.  კითხვის უნარების გაუმჯობესების მიზნით მოსწავლეები
გავაერთიანე ვარკეთილის მედიათეკაში. კათედრის სხდომაზე მოვახდინეთ
განხილვა და პედაგოგებისაგან მივიღე რჩევები , ხშირად ჩავატარო მსგავას
აქტივობები .  მე-6 კლასში ჩავატარე ჯგუფური პრეზენტაცია ,,საქართველოს
ფარგლებს გარეთ" არსებული კულტურული ძეგლების შესახებ და მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაითავისეს როგორი  განვითარებული და ძლიერი იყო საქართველო მე-10-12 საუკუნეებში.
მე-7 კლასის მოსწავლეებთან ერთად მოვაწყვე შემეცნებითი ექსკურსი
. ბარათაშვილის განახლებულ სახლ-მუზეუმში, შემდეგ მთაწმინდის მწერალთა
და საზოგადო მოღვაწეთა პანთონში. მოსწავლეებმა სასიამოვნო და შემეცნებითი დღე აქტიურად გაატარეს. ვმუშაობთ მე-7 კლასში პროექტზე ,,წერილები ქართულ ლიტერატურაში", სადაც მოსწავლეებმა თავისი სურვილით აირჩიეს მწერლები. მე-6გ კლასში ჩავატარე პრეზენტაცია ,,აფხაზეთი ჩემი ტკივილია, ბავშვებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით, ისაუბრეს შესწავლილი ნაწარმოებების მიხედვით ქართველი და აფხაზი ხალხის ურთიერთობაზე წარსულში და ახლა.
მონაწილეობა მივიღეთ ნ.ბარათაშვილის, ი.ჭავჭავაძის, ი.გოგებაშვილის
საიუბილეო ღონისძიებებში, გამოვუშვით კედლის გაზეთები.
დედაენის დღესთან დაკავშირებით მოვაწყვეთ ლიტერატურული კვირეული,
გამოუშვით კედლის გაზეთები. მოსწავლეებმა გაითავისეს ქართული ენის
მნიშვნელობა. საყოველთაოდ აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის
200 წლისთავი. მოსწავლეებმა დიდი ინტერესით მიიღეს მონაწილეობა, ჩაატარეს
პრეზენტაციები და გამოუშვეს კედლის გაზეთები. მოვაწყვეთ მე-7 კლასის
მოსწავლეთა კოლექტიური დასწრება მოზარდ მაყურებელთა  თეატრში
სპექტაკლზე მე ვხედავ მზეს’’.  
მოსწავლეთა ცოდნის დონე დამაკმაყოფილებელია, შეუძლიათ გაანალიზონ
 და გაიაზრონ ნაწარმოებები, დაწერონ თხზულებითი ტექსტი, ამოიცნონ
მხატვრული საშუალებები და ხერხები, დაიცვან მართმეტყველებისა და
მართლწერის წესები.
მე-7 დ კლასში არის სსმ მოსწავლე - მუნჯიშვილი გიორგი, რომელთანაც
ვმუშაობდი წინასწარ შემუშავებული გეგმით, მიუხედავად ხშირი გაცდენებისა ნაწილობრივ დავძლიეთ დასახული გეგმა, მოსწავლემ ჩააბარა გამოცდა და მიიღო დამაკმაყოფილებელი ქულა


სასწავლო წლის ბოლოს მივაღწიეთ შედეგს:
1. მოსწავლეს შეუძლია საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა, შეუძლია გაიაზროს და
გაანალიზოს ტექსტი.
2. შეუძლია მხატვრული ხერხებისა და საშუალებების ამოცნობა.


       ვფიქრობ, წლის განმავლობაში გაწეული მუშაობა ვერ ამოწურავს ჩემს
პედაგოგიურ შესაძლებლობებს, მომავალ სასწავლო წელს  დავგეგმავ და
ანვახორციელებ მეტ აქტივობებს, უფრო მეტად შევიმუშავებ თვითრეფლექსიას  და  გავიზიარებ კოლეგების უკუკავშირს .
     


        აკადემიური მაჩვენებლები მე 6-7კლასებში ასეთია :






10
9
8
7
6
5
4
3
2–1
 7
1
2
5
3
5
4



7
1
3
4
5
4
4
2


6გ
2
4
7
5
6
3




Комментариев нет:

Отправить комментарий