I სემესტრის ანგარიში

                       ქ.თბილისის  108-ე  საჯ.  სკოლის  ქართული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებლის მაია ღლონტის 2017-2018 წლის  I სემესტრის ანგარიში  
            
                  სასწავლო წლის დასაწყისში საგნობრივ კათედრაზე შემუშავდა თემატური გეგმები , სილაბუსები და შეფასების კრიტერიუმები  ე.ს.გ  შესაბამისად . სწორედ ამ მიმართულებების გათვალისწინებით გავაგრძელე პედაგოგიური მოღვაწეობა ამ სკოლაში . ვასწავლი მე-6  მე-7 კლასებს . ძირითად ყურადღებას ვაქცევდი მეტყველებისა და წერითი კულტურის განვითარებას , დაბალი და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას , ხშირად ვიყენებდი გონებრივი იერიშის მეთოდს , ყოველთვის ვცდილობდი ახალი მასალა დამეკავშირებინა  განვლილ მასალასთან. ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილი მუსიკასთან ერთად.  გაკვეთილის თემა იყო ,,სიმღერებად ქცეული ლექსები" ,რომელიც მოიცავდა ა.წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, მურმან ლებანიძისა და ა.კალანდაძის შემოქმედებას. ბავშვებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, შეასრულეს სიმღერები,გაკვეთილს ესწრებოდა დირექტორი  ქ-ნი მაია მღვდელაძე , შენიშვნები გავითვალისწინე და მივიღე სათანადო უკუკავშირი. კითხვის უნარების გაუმჯობესების მიზნით მოსწავლეები გავაერთიანე ვარკეთილის მედიათეკაში. კათედრის სხდომაზე მოვახდინეთ განხილვა და პედაგოგებისაგან მივიღე რჩევები , ხშირად ჩავატარო მსგვასი აქტივობები .  მე-6 კლასში ჩავატარე ჯგუფური პრეზენტაცია ,,საქართველოს ფარგლებს გარეთ" არსებული კულტურული ძეგლების შესახებ და მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაითავისეს როგორი  განვითარებული და ძლიერი იყო საქართველო მე-10-12 საუკუნეებში. მე-7 კლასის მოსწავლეებთან ერთად მოვაწყვე შემეცნებითი ექსკურსია ნ. ბარათაშვილის განახლებულ სახლ-მუზეუმში, შემდეგ მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთონში. მოსწავლეებმა სასიამოვნო და შემეცნებითი დღე აქტიურად გაატარეს. ვმუშაობთ მე-7 დ კლასში პროექტზე ,,წერილები ქართულ ლიტერატურაში", სადაც მოსწავლეებმა თავისი სურვილით აირჩიეს მწერლები.
       ვფიქრობ , პირველ სემესტრში გაწეული მუშაობა ვერ ამოწურავს ჩემს პედაგოგიურ შესაძლებლობებს , მეორე სემესტრში დავგეგმავ და განვახორციელებ მეტ აქტივობებს , უფრო მეტად დავაფუძნებ თვითრეფლექციას, კოლეგების უკუკავშირს .
     


        აკადემიური მაჩვენებლები მე-6-7კლასებში ასეთია :






10
9
8
7
6
5
4
3
2–1
 7 გ

6
7
7
5
4
2


6 გ
1
3
3
8
6
3



7 დ
1
3
9
3
1
5
3























Комментариев нет:

Отправить комментарий